12-14 მაისს საქართველოს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგი ეწვევა.
შვარცენბერგს ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ჩანიშნული აქვს შეხვედრა პრეზიდენტთან. პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ იმ სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ამ ქვეყნებს შორის ბოლო დროს ჩამოყალიბდა.