გორში სამგზავრო მიკროავტობუსი "ჯიპის" ტიპის ავტომანქანის შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი და დაშავდა 6 მგზავრი.
დაღუპულები არიან მიკროავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი, რომელიც ასაკოვანი ქალია. დაშავებულები კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ავარიის მიზეზი მოსახვევში გასწრება გახდა.
ავტოავარიის გამო გზატკეცილზე მოძრაობა გადაკეტილი იყო, თუმცა ის ამ დროისთვის აღდგენილია.
სამგზავრო მიკროავტობუსი ხაშურიდან თბილისში მოდიოდა.