ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს უნივერსიტეტებში ორ სასწავლო ცენტრს შექმნის. ამის შესახებ აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჯოაკიმ პარკერი დღეს, 16:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში განცხადებას გააკეთებს.
ეროვნული სასწავლო ცენტრები დაფუძნდება უნიკალური პარტნიორობის შედეგად ორ ქართულ უნივერსიტეტსა, რომლებიც ახორციელებენ სამართლის სწავლებას და ამერიკის ორ წამყვან სამართლის სკოლასთან ერთად. აღნიშნული პროგრამისთვის შერჩეული ორი ქართული უნივერსიტეტი გახლავთ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი. აღნიშნული სასწავლებლები ითანამშრომლებენ სამხრეთ ტეხსასის სამართლის სკოლასთან.
ორივე ცენტრი იქნება მხადაჭერილი აშშ მთავრობის მიერ, აშშ განვითარების საერთაშორისო საააგენტოს (USAID) მართმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლირებების პროექტის (JILEP) მეშვეობით.