ლიბიაში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქების ხმა ისმოდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ნატოს დაბომბვის სამიზმე მუამარ კადაფის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია გახდა.
მიწასთანაა გასწორებული ტრიპოლის ერთ-ერთ უბანში მდებარე მუამარ კადაფის სასახლე. დაბომბილია კიდევ რამდენიმე სახელმწიფო შენობა.
ლიბიის მთავრობამ კი ჟურნალისტებს ის შენობები დაათვალიერებინა, რომლებიც ნატოს სარაკეტო დარტყმების შედეგად დაინგრა.
გაერო ჰუმანიტარული მდგომარეობითაა შეშფოთებული. ლიბიაში საკვების მხოლოდ 6 კვირის მარაგია დარჩენილი.