თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ვახუშტის ხიდთან გარე განათების ბოჩს შეეჯახა.
მძღოლის - 23 წლის ვასილ სინაურიძის მდგომარეობა, რომელიც ავტომანქანას ნასვამი მართავდა, კრიტიკულია. მძიმედაა დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი.