დღეს, 10 მაისს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის რიკენ ომიკსის სამეცნიერო ცენტრის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში თსუ-სა და სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი გრძელვადიანი კვლევითი თანამშრომლობა, რომელიც მეცნიერთა შორის აქტიური კონტაქტების დამყარებას, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი ლექციებისა და სიმპოზიუმების გამართვას გულისხმობს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებს წარმოადგენს გენეტიკა და გენომიკსი, მოლეკულური დიაგნოსტირების განვითარება და მათი პოტენციური გამოყენება.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და რიკენ ომიკსის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ჰაიაშიზაკი იოშიდი მოაწერენ.