დღეს, 10 მაისს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ექსპოზიცია "ივანე ჯავახიშვილი - 135" გაიხსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეცნიერის ფუნდამენტური გამოკვლევების ავტოგრაფები, პირადი წერილები, მასალა ივანე ჯავახიშვილის მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი არქივიდან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსია "მეცნიერი და საბჭოთა სისტემა". დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის ოჯახის წევრები და მეცნიერები, რომლებსაც საბჭოთა სისტემაში მოუწიათ მოღვაწეობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ექსპოზიცია 20 მაისამდე გაგრძელდება.