Bonhams-ის აუქციონის სახლი 1968 წელს გამოშვებულ ორ Aston Martin DB6 Volante-ს გასაყიდად გაიტანს. ავტომანქანები ბრიტანელი პრინცისა და მისი მეუღლისთვის ქორწილის დღეს ნაჩუქარი მანქანების იდენტურია.
აუქციონი 21 მაისს ინგლისის ქალაქ ნიუპორტ-პაგნელში შედგება. ავტომანქანების საწყისი ღირებულება 200-210 ათასი ფუნტ სტერლინგია.
შეგახსენებთ, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილი 2011 წლის 29 აპრილს გაიმართა. საქმროს მამამ, პრინცმა ჩარლზმა ახალდაქორწინებულებს კაბრიოლეტი Aston Martin-ი უსახსოვრა, რომელიც მან დედის _ ელიზაბეტ მეორისგან მიიღო.