ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალური ჯგუფები მომავალი წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ქვეყანაში ძალადობას გააჩაღებენ და უცხო ინტერვერნციას CNN-ის დახმარებით განახორციელებენ.
ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას ჩავესმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონრები "დღესვე აცხადებენ, რომ, თუკი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, დამნაშავე მე ვიქნები, რადგან თურმე არჩევნები გამიყალბებია".
ჩავესმა მოუწოდა "მომაკვდავ ოპოზიციას", საზღვარგარეთული ბურჟუაზიის მიერ ნაკარნახევი მსგავსი იდეები ნუ გაიტაცებს.
"მათი სურვილია, არჩევნების შემდეგ განაცხადონ, თითქოს ოპოზიციონრებმა მოიგეს და ტირანმა ჩავესმა მათი გამარჯვება არ აღიარა. ახლავე შემიძლია წარმოვიდგონო, როგორ იმაუწყებლებენ CNN-ი და მსოფლიოს სხვა ტელეკომპანიები. შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორ მოითხოვენ სხვა ქვეყნები და გაერო ჩემგან არჩევნების შედეგების აღიარებას", _ აღნიშნა ჩავესმა.
მისი თქმით, ვენესუელელები ღმერმა უნდა დაგიფაროს სისხლისღვრისგან, რადგან მოგვიანებით ისევ მას დაადანაშაულებენ, რომ ჩავესი მკვლელია.