პაკისტანელი სპეცსამსახურების წარმომადგენლები ბინ ლადენის ყველაზე ახალგაზრდა მეუღლის დაკითხვას აწარმოებენ.
იემენელი ქალი ამალ აჰმედ აბდულ ფატახი, რომელიც ბინ ლადენმა 2000 წელს შეირთო, ამბობს, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ბინ ლადენი აბოტაბადში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 2003-2004 წელს კი ბინ ლადენი პაკისტანის ჩრდილოეთში ჰარიპურის რაიონში ცხოვრობდა.
სპეცოპერაციის დროს ამალი დაიჭრა, ამ დრომდე მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.
პაკისტანელი სამართალდამცავები, სამომავლოდ, ასევე, დაკითხავენ ბინ ლადენის დანარჩენ ორ მეუღლესაც. ისინი საუდის არაბეთის მკვიდრნი არიან და ტერორისტული ქსელის შესახებ ბევრი რამ იციან.
შეგახსენებთ, ბინ ლადენი საკუთარ ბუნკერში მოკლეს. პირველ ტერორისტთან ერთად დაიღუპა მისი ვაჟიც და ოთხი მეუღლიდან ერთ-ერთი. მოგვიანებით ბინ ლადენი არაბეთის ზღვაში დამარხეს, რათა მის მიმდევრებს მის საფლავთან მომლოცველობა არ დაეწყოთ.