სამოქალაქო ფრონტის აქტივისტებმა ყვარელის რაიონის სოფელ მთისძირში იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ახალგაზრდები აპროტესტებდნენ იუსტიციის მინისტრის მიერ ისეთი გახმაურებული საქმეების მიჩქმალვას, როგორიცაა ზურა ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობები.
მათი თქმით სააკაშვილის რეჟიმს და არც ერთ სამართალდამცველს არ შერჩება ქართველი ბიჭებისთვის თბილისის ქუჩებში გენოციდის მოწყობა.
სამოქალაქო ფრონტის წარმომადგენლებმა ზურა ადეიშვილის მამის სახლთან დატოვეს მინისტრის სურათი, წარწერით "ზურაბ ადეიშვილი - კახეთის სირცხვილი".
მანამდე აქციები გურჯაანში და თელავში გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციების დროს მხარდაჭერა და გვერდით დგომა სთხოვეს.