კოტ დიუარმა კაკაო-პარკოსანის ექსპორტი განაახლა, რომელიც 3 თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ექსპორტის შეწყვეტა, თავის მხრივ, პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდებოდა. საპორტო ქალაქ აბიდჟანში პირველი ხომალდი უკვე დატვირთეს.
აღსანიშნავია, რომ კაკაო-პარკოსნების წარმოებაში კოტ დიუარს პირველი ადგილი უჭირავს.