"სახალხო კრების" ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, "სახალხო კრება" მიესალმება ყველა ოპოზიციური ძალის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
"ქართული პარტიის აქციებზე ზოგადი ინფორმაცია გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ მივესალმებით ყველა ოპოზიციური ძალის საპროტესტო აქციას, ეს იქნება "ქართული პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" თუ სხვები", - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, "ქართულ პარტიასა" და "სახალხო კრებას" შორის რაიმე სახის გაერთიანებაზე ლაპარაკი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა პარტიამ" დღეს კახეთის რეგიონში დაიწყო საპროტესტო აქციები.