"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "სახალხო კრება" 21 მაისს დაიწყებს იმ პროცესებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს მომავალში გაისტუმრებს. როგორც ბურჯანაძემ "სახალხო კრების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "სახალხო კრება" დღითიდღე ძლიერდება.
"კრება დღითიდღე ძლიერდება. ამას მოწმობს მურმან დუმბაძის მოძრაობის მხარდაჭერაც. ამ ძალის შემოერთება ძალიან მნიშვნელოვანი კრებისთვის, რადგან ისინი ძლიერი პოლიტიკოსები არიან და ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრებას" რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი მურმან დუმბაძის საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" შეუერთდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.