სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ვაკის პარკში ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.
"უფალმა ნათელში ამყოფოს ის ადამიანები, რომლებიც დაეცნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ცნობილია, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა. ჩვენ მოვიხსენიეთ ისინი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები",_ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, უწმინდესმა უცნობი ჯარისკაცის საფლავს ნაკურთხი წყალი აპკურა და სანთლები დაანთო.