"სახალხო კრებას" რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი მურმან დუმბაძის საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" შეუერთდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"სახალხო კრების" ლიდერის, ნონა გაფრინდაშვილის თქმით, აღნიშნული მოძრაობის შეერთება სახალხო კერბასთან ძალიან მნიშვნელოვანია კრებისთვის და 21 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციებსითვის კრებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
თავად დუმბაძის თქმით, კი მისი მოძრაობა მხარს უჭერს სახალხო კრებას და ხელისუფებასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის კრებასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს.
"რამდენიმე ხნის წინ შევქმენით მოძრაობა "ემსახურე საქართველოს". ეს მოძრაობა შეუერთდება სახალხო კრებას. კრება 21 მაისს აქციას ბათუმშიც გამართავს და ჩვენ ყველანაირად მხრაში ამოუდგებით და ვიბრძოლებთ ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა მურმან დუმბაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
დუმბაძემ რესპუბლიკური პარტია რამდენიმე თვის წინ დატოვა. როგორც ბრიფინგზე განმარტა, ის გარიცხეს რესპუბლიკური პარტიიდან, რადგან მოხდა იდეოლოგიური შეუთანხმებლობა. მისი თქმით, აჭარის ორგანიზაციიდან, მასთან ერთად პარტია კიდევ 300-მდე წევრს დაატოვებინეს.