უსამა ბინ ლადენის სიდედრმა, მისი პირველი ცოლის დედამ, სიძის გარდაცვალება ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "Asharq Al-Awsat"-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სიდედრი ნაბიხ ელ-გხანემი ცუდად გახდა მას შემდეგ რაც მან ამერიკელი კომანდოსების მიერ სიძის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ნაბიხ ელ-გხანემი ცუდად გახდომის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც.
გაზეთ აკონკრეტებს, რომ 70 წლის ქალმა "ვერ გადაიტანა ცუდი ამბავი, რომელივ აშშ-ს პრეზიდენტის პირიდან გაიგონა". ბინ ლადენის პირველი ცოლი მას ცოლად მაშინ გაყვა, როდესაც 17 წლის იყო. მასთან მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს 11 შვილი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ტერორისტული ქსელის "ალ-ქაიდას" ლიდერი აშშ-ს სამხედროებმა მიმდინარე წლის 1 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს.