კომპანია „ნატახტარმა" და „ვიკიმედია საქართველომ" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) კომპანია „ნატახტარისა" და „ვიკიმედია საქართველოს" მიერ ლუდის თემაზე ორგანიზებული ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერმეონიალი გაიმართა. „ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო სურმავამ და „ვიკიმედიის" თავმჯდომარემ დავით მაისურაძემ, ხუთლიტრიანი სასაჩუქრე „ნატახტრის" ლუდითა და ბრენდირებული კათხების კომპლექტით 5 გამარჯვებული დააჯილდოვეს და გადასცეს მათ შესაბამისი სერთიფიკატები.
პრიზები და სერთიფიკატები მიიღო: თორნიკე აბულაძემ - სტატიისთვის „ლუდი საქართველოში"; ჯანო მარხულიამ - სტატიისთვის „ცოტა რამ ლუდის შესახებ"; ელდარ ნადირაძემ - სტატიისთვის „ქართული ლუდის ისტორია"; ჯიმშერ დგებუაძემ - სტატიისთვის „ლუდის ისტორია" და გიორგი გუშარაშვილმა, როგორც ყველაზე მეტი სტატიის ავტორმა.
კომპანია „ნატახტარმა" „ვიკიმედია საქართველოსთან" ერთად ლუდის თემაზე სტატიების მომზადების კონკურსი თებერვალში გამოაცხადა. ერთი თვის განმავლობაში მსურველებს შეეძლოთ დაეწერათ სტატიები ლუდზე. განისაზღვრა ტექსტის შესაბამისობა ვიკიპედიის სტანდარტებთან და გამოვლინდა გამარჯვებულები. გამარჯვებულები ორ ნომინაციაში: ყველაზე მეტი სტატია ლუდის შესახებ და ყველაზე დიდი სტატია ლუდის შესახებ, გამოვლინდნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული ვიკიპედიელებმა კენჭისყრის გზით თვითონ გამოავლინეს.