უცხოელი დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ სამთავრობო რეზიდენციაზე ნატოს ავიაერიშების შედეგად, რამაც მუამარ კადაფის ვაჟი იმსხვერპლა, თავად ლიბიის ლიდერი დაიჭრა ან დაიღუპა. ამ ინფორმაციას გამოცემა La Stampa ავრცელებს.
"უკვე ცხრა დღეა, კადაფი ტელევიზიით არ გამოჩენილა. ეს ფაქტი დამაფიქრებელია. თუკი ტრიპოლის დიპლომატიურ წრეებში გავრცელებულ ხმებს ვენდობით, მისი გაუჩინარება დეტექტივს წააგავს. ის ცოცხალია? მოკლულია თუ მძიმედაა დაჭრილი?"_ამ შეკითხვებით ინტერესდება გამოცემა.
"ნატომ განსაკუთრებული ბომბები გამოიყენა, რომლებიც ჰორიზონტალურ ზედაპირზე უზარმაზარ წნევას ქმნიან. ძალიან ძნელია, ასეთ პირობებში გაძლო",_აღნიშნავს გამოცემა.
ამასთან, La Stampa ინტერესდება, თუ რატომ არ ჩანს კადაფი მისი ვაჟის_საიფ ალ-არაბის სახლის დაბომბვის შემდეგ. გამოცემას აინტერესებს, თუ კადაფის დაღუვპის ან დაჭრის შემთხვევაში, ვინ მეთაურობს ამბოხებულთა წინააღმდეგ საომარ ოპერაციებს? ან დევნილების იტალიაში გადასვლას ვისი ორგანიზებით ხდება? ვინ გახდა პოლკოვნიკ კადაფის მემკვიდრე?
როგორც დიპლომატიური წყაროები, ისე ამბოხებულები აცხადებენ, რომ კადაფის მემკვიდრე საიფ ალ-ისლამი გახდა.
შეგახსენებთ, პოლკოვნიკი კადაფი საკუთარი უმცროსი ვაჟის სეიფ ალ-არაბის დაკრძალვაზეც არ გამოჩენილა. 1 მაისს სეიფ ალ-არაბი და მისი სამი შვილი ნატოს ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ.