იაპონიაში, "ჰამაოკას" ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერდება. ამის შესახებ ელექტროსადგურის მფლობელმა კომპანია, Chubu Electric - მა განაცხადა. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის თხოვნის შემდეგ მიიღეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა ოპერაცია, რომელიც "ჰამაოკას" რეაქტორებზე სრულდებოდა, შეჩერდება.
"ჰამაოკას" ატომური ელექტროსადგურის დახურვის მოწოდებით პრველად პრემიერი ნაოტო კანი გამოვიდა. მისი თქმით, რეაქტორებზე მუშაობა მანამდე უნდა შეჩერდეს, სანამ მიწისძვრისა და ცუნამის საწინააღმდეგო საშუალებები არ აშენდებ ელექტროსადგურზე.