ქაიროში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის შეტაკება გრძელდება. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი ორასს აღწევს.
რელიგიურ ფონზე დაპირისპირება მას შემდეგ განახლდა, რაც ქრისტიანებმა სახელმწიფო ტელევიზიასთან მასშტაბური აქცია გამართეს. ისინი საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვდნენ.
ადგილზე მუსულმანთა ჯგუფიც მივიდა, რასაც არეულობა მოჰყვა. დემონსტრანტებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის,ბოლო ორი დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა ქაიროში 190-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.