რომის პაპმა ვენეციაში გონდოლით გაისეირნა. ბენედიქტ მე-16 იტალიის ულამაზეს ქალაქს პირველად ესტუმრა და 300 ათასი მორწმუნისთვის მესა ჩაატარა.
მოგვიანებით კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვენეციის ისტორიული ცენტრი დაათვალიერა და მისი წინამორბედის, იოანე პავლე-მეორის მსგავსად, დიდ არხზე გონდოლით გაისეირნა.