ქართული პარტიის ლიდერებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში 91 წლის ომის ვეტერანი მოიანხულეს და საჩუქრები გადასცეს.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, არ შეიძლება ასეთი ადამიანების დავიწყება, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, რადგან არავინ იცის, რომ არა მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, დღეს სად იქნებოდა საქართველო და მთლიანად მსოფლიო.
91 წლის ომის ვეტერანმა არჩილ ბარამიძემ პარტიის ლიდერებს მადლობა გადაუხადა და თქვა რომ "სტალინზე მაგარი ადამიანი არ იყო".
ახაშენიდან ქართული პარტიის ლიდერები უკვე თელავში გადაინაცვლებენ და ერეკლეს მოედნაზე აქციებს გამართავენ, რის შემდეგაც ყვარელში გაემგზავრებიან.