"ქართული პარტიის" გურჯაანის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელის გია ხელაშვილის მტკიცებით, რაიონის მოსახლეობა ადგილობირვი ხელისუფლების მხრიდან დაშინებულია. რის გამოც რამდენიმე სოფლიდან პარტიის აქტივისტებმა გურჯაანში ჩამოსვლა ვერ გაბედეს.
როგორც ხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხაა სოფლებიდან ვაჩნაძიაანიდან, კაჭრეთიდან და კარდანახიდან მათი აქტივისტები ვერ ჩამოვიდნენ, რადგან მათზე ზეწოლა განხორციელდა.
მისივე თქმით, ასევე სოფელ ველისციხეშიც გამგებლის მხრიდან იყო ზეწოლა მოსახლეობაზე, რომ ქართული პარტიის მიერ გურჯაანში დაგეგმილ მანიფესტაციას არ შეერთებოდნენ, თუმცა აღნიშნული სოფლიდან მოსახლეობამ ჩამოსვლა შეძლო.
ქართული პარტიის ლიდერებმა გურჯაანში ჯარისკაცის მამის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. აქვე დაგეგმილია მინი-მანიფესტაცია, რის შემდეგაც კოლონა თელვისკენ დაიძრება და ქალაქის ცენტრში ერეკლეს მოედანზე აქციას გამართავენ. თელავის შემდეგ კი ქართული პარტიის კოლონა ყვარელში გადაინაცვლებს.