9 მაისი უნდა გახდეს სიმბოლო სააკაშვილის რეჟიმის დასრულებისა.
ამის შესახებ გურჯაანში საინფორმაციო მიტინგზრე ქართული პარტიის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
"დღეს ხელისუფელბაში არიან ადამიანები, რომლებიც პატივს არ სცემენ მოხუცებს, ნაფრონტალებს და ყველაფერს ქართულს ამიტომ ეს დღე გახდება სიმბოლო გრძელი დასაწყისისა რამაც უნდა დაამთავროს სააკაშვილის რეჟიმი", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
ამასთან, ქართული პარტიის ლიდერმა ყველას მოუწოდა დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანება და კერძო მერკანტილური ინტერესების გვერდზე გადადება.
"მინდა მოგიწოდოთ გაერთიანებისკენ და იმისკენ, რომ დაგვეხმაროთ ამ გაერთიანებაში, რითიც შევძლებთ ამ რეჟიმის დამარცხებას", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.