მალე მთელს კახეთს და საქართველოს დაუძახებთ თბილისში რომ დავამთავროთ სააკაშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გუჯაანში გამართულ საინფორმაციო მიტინგზე განაცხადა.
სუბარმა ყველა ვეტერანს მიულოცა 9 მაისი, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე და აღნიშნა რომ დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც პატივს არ სცემენ ვეტერანებს და აფეთქებენ იმ მემორიალებს, სადაც ომში დაღუპული გმირთა სახელები იყო ამოტვიფრული.
ფაშიზმთან ომში 400 ათასი ქართველი დაიღუპა და ესენი კიდევ ამ დღეს არ აღიარებენ.
დღევანდელი აქცია დავიწყეთ კახეთიდან და აქ იმყოფებიან სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, თუმცა ჩვენ მალე მთელ კახეთს და საქართველოს დაუძახებთ თბილისში რომ დავამთავროთ სააკაშვილის რეჟიმი აღნიშნა სუბარმა.
გურჯაანის ცენტრში საინფორმაციო მიტინგი ქართული პარტიის უკვე დამთავრებულია და კოლონა ცოტა ხანში თელავის მიმართულებით დაიძრება.