10 მაისს ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში, ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"შეხვედრებზე იგეგმება რამდენიმე პროექტის განხილვა. საუბარი ასევე შეეხება აშშ-ს მიერ საქართველოს მოსალოდნელი დახმარების პაკეტს", - აღნიშნა კალანდაძემ.
ვაშინგტონში საქართველოდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია უკვე გაემგზავრა.