პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ბაქრაძის თქმით, ეს ბოროტებაზე დიდებული გამარჯვება იყო.
ამასთან, ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბოროტება ყოველთვის დამარცხდება.
"დღეს საქართველოს უჭირს, საქართველოს სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე საკუთარი სისხლითა და ბრძოლით დაიცვეს თავისი ქვეყანა და დაამარცხეს ბოროტება",_აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ვაკის პარკში ომის ვეტერანებმა, საქართველოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.