დღეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოძრაობის ლიდერის თქმით, ვეტერანებმა გამაჯვებას მიაღწიეს განხორციელებულ უზარმაზარ ბოროტებაზე, რადგან ადამიანის მასობრივი განადგურების ასეთი საზარელი მანქანა კაცობრიობას მანამდე არ შეუქმნია.
‘'ეს დღე სხვა მხრივაც არის მნიშვნელოვანი და ეს მნიშვნელობა უპირველესად სწორედ ჩვენს ვეტერანებს უკავშირდება. მათთან შეხვედრისას პირველი რაც მათ მე და სრულიად საქართველოს უსურვეს ქვეყნის გაერთიანება და მშვიდობა იყო, მე კი ჩემის მხრივ მსურს მათა დღეგრძელობა და ბედნიერი სიბერე ვუსურვო''- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
აქციაში მონაწილეობა პარლამენტისა და საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრებმა და პარტიის თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეეს.