ევრონიუსის ინფორმაციით, აშშ-ში, ქალაქ მემფისში ძლიერი წყალდიდობაა მოსალოდნელი. მდინარე მისისიპის დონემ საგრძნობლად მოიმატა, რაც ქალაქს ძლიერ საფრთხეს უქმნის. მემფისის მოსახლეობა პანიკაშია და ქალაქს ტოვებენ. საფრთხის ქვეშ არის 3000 საცხოვრებელი სახლი.
მემფისის ხელმძღვანელობის განცხადებით, შესაძლოა ქალაქი კატასტროფის წინაშე დადგეს. მათი განცხადებით, წყლის დონემ შესაძლოა სარეკორდო ნიშნულსაც მიაღწიოს.