აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ბარაკ ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს, საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილების ინტენსიური დაკითხვა აღადგინონ, რასაც თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაცია წამებას უწოდებს.
"ინტენსიური დაკითხვები ჩინებული პროგრამა იყო, რომელიც აბსოლუტურად კანონიერი გახლდათ. ამიტომ არ შეიძლენა ამას წამება ეწოდოს",_აღნიშნა ჩეინმა ტელეკომპანია Fox News-თვის მიცემულ ინტერტვიუში.
"გადაწყვეტილება მე რომ მიმეღო, დაკითხვის ეს ფორმა აღდგებოდა კიდეც",_აღნიშნა ჩეინიმ.
ჩეინი ამტკიცებს, რომ სწორედ დაკითხვის ამ ფორმის დახმარებით, რომელსაც კრიტიკოსები ჟენევის კონვენციის დარღვევად მიიჩნევენ, ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოხერხდა.
ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაცია ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ დახრჩობის იმიტაციის გამოყენება წამებად არ ითვლებოდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ინტენსიური დაკითხვების პროგრამა მხოლოდ სამი ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენეს და იგი 2003 წელს დასრულდა.