"ლოს-ანჯელეს გალაქსის" ფეხბურთელი დევიდ ბექემი ავტოავარიაში მოყვა. ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "კადილაკის" ფირმის ავტომობილით ავტომაგასტრილაზე მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად გზაზე გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა. ავტომობილს თვითონ ბექემი მართავდა.
მეორე ავტომანქანის მძღოლი, 40 წლის მამაკაცი კისრის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა. თავად ფეხბურთელს დასახმარებლად ექიმებისთვის არ მიუმართავს. დაზიანებებს გადაურჩა ბექემის ერთ-ერთი ვაჟი ბრუკლინიც, რომელიც ასევე ავტომობილში იმყოფებოდა.