საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გამგებელი ვალერი სუხაშვილი „ქართული პარტიის" საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უარყოფს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვალერი სუხაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები მასთან იმ დროს მივიდნენ, როცა ის პატარძეულში დიდების მემორიალს გვირგვინით ამკობდა და „ქართული პარტიის" ემბლემიანი ყელსაბამი გაუკეთეს.
„რა უნდა გაეკეთებინა? ფიზიკურ წინააღმდეგობას ხომ არ გაუწევდა. ის ახლა გამგეობაშია და არანაირ აქციებში არ მონაწილეობს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა.