ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ადასტურებს რომ ყვარელში აქცია არასანქცირებულია.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია სანქცირებას არ სცნობს და მხოლოდ საუბარია გაფრთხიელბაზე მაგრამ მათ ეს გაფრთხილებაც საჭიროდ არ მიიჩნეს.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, „ქართულ პარტიას", რომელიც დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან მანიფესტაციის გამართვას აპირებს, ყვარლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის, მანიფესტაციის ჩატარების შესახებ შეტყობინება არ გაუგზავნია.
„აქცია უნებართვოა. არავის არ გამოუგზავნია შეტყობინება. არ შეიძლება, მაგრამ ცემა - ტყეპას ხომ არ დავუწყებთ... მოვიდნენ და გამართონ აქცია", - აღნიშნა ყვარლის გამგებელმა.