უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დედაქალაქის მერს გიგი უგულავასა და პარლამენტის თავმჯდომარეს ელოდებიან.
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დედაქალაქის მერიისგან თბილისში მცხოვრები ომის ვეტერანები სიმბოლურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ასევე, ყველა გამგეობაში ომის ვეტერანებისთვის საზეიმო სადილი გაიმართება.
შეგახსენებთ, ფაშიზმზე გამარჯვების ისტორიულ თარიღს ქართველი ვეტერანები ვაკის პარკში აღნიშნავენ. ვეტერანებს ვაკის პარკში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც უერთდებიან.
ცნობისთვის, თბილისში 1348 ომის ვეტერანია.