ბოლივიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 გაეროს მუშაკია. დაიღუპა ორივე პილოტიც. ამის შესახებ გაერო-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ბოლივიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ხუთშაბათს გაუჩინარდა. თვითმფრინავი პარასკევს, დედაქალაქ ლა პასის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალმთიან რეგიონში აღმოაჩინეს.
ბოლივიაში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რობერტ ბროკმანის განცხადებით, თვითმფრინავი მთლიან დაიწვა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
აღსანიშნავია, ისიც რომ, თვითმფრინავის აღმოჩენის შემდეგ, ბოლივიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანები არ დაშავებულან.