ხობის რაიონში მგლები გამოჩდნენ. ადგილობრივთა თქმით, მგლების შემოტევას ისინი თითქმის ყოველდღიურად განიცდიან. განსაკუთრებით კი მტაცებელი მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს ესხმის თავს.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით უკვე შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც მგლებს გაანადგურებენ.
სოფელ ხიბულაში შექმნილმა ჯგუფმა ერთი მგელი მოკლა. ადგილობრივთა თქმით, გარეულმა ცხოველმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა.