ჩინელმა არქეოლოგებმა გრანდიოზული კედლის აქამდე უცნობ ნანგრევებს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთში მიაგნეს.
ქვებისა და აგურების გროვა, რომელიც ოდესღაც კედლის მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიდა, პროვინცია ლაონინის რაიონის სუიჩჟუნის მთებში აღმოჩნდა.
ჩინური კედლის ეს ფრაგმენტი დინასტია მინის მმართველობის დროს აღადგინეს, რომელიც 1368-1644 წლებში მბრძანებლობდა. მოგვიანებით კედლის დიდი ნაწილი წაიღეს ან ეროზიის შედეგად დაზიანდა.
ადგილობრივ ფერმერთა არაერთ თაობას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მათ მიერ გამოყენებული აგურები და ქვები დიდი კედლის ნაწილი იყო, რომლებსაც ისინი სახლების ასაგებად იყენებდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ აქამდე ამ ისტორიული ძეგლის დასაცავად არაფერი გაკეთებულა.
შეგახსენებთ, პირველი გრანდიოზული ჩინური კედელი 2000 წლის წინ ჩრდილოელი მომთაბარე ტომების თავდასხმის შეჩერების მიზნით აშენდა. თუმცა კედლის დიდი ნაწილი მოგვიანებით სხვა დინასტიების მმართველობის დროს აღადგინეს.
ბოლო წლებში ეროვნული ძეგლი საკმაოდ დაზიანდა, რაც თანამედროვე განვითარებით შეიძლება აიხსნას. კედლების დიდი ნაწილი განადგურდა, რათა ამ მიმართულებით გზა გაეყვანათ.