8 ადამიანი დაიღუპა სირიაში მიკროავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. მომხდარში ეჭვმიტანილები ქვეყანაში მოქმედი დაჯგუფებები არიან. პარალელურად, სირიის მთავრობამ ქალაქში ტანკები შეიყვანა.
ადამიანის უფლებების დამცველები ბოლო დღეების განმავლობაში დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დადგენას ვერ ახერხებენ, რადგან მათ გადაადგილებას ძალოვანები ზღუდავენ.
იემენში კი მორიგი შეტაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.