სირიის უსაფრთხოების ძალებმა სირიის დედაქალაქ დამასკოს ერთ-ერთ გარეუბანში ხელისუფლების მოწინააღმდგეებს ცეცხლის გაუხსნეს. სროლის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდგენ ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებენ ქალაქ ჰომსში, დერასა და ბანიასში.
ჰომსში მოხდა ოპოზიციის მხარდამჭერების მასობრივი დაპატიმრებები, დაიღუპა რამდენიმე ადამიანიც, მათ შორის 12 წლის ბიჭიც.