"ქართული პარტიის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო კოლონა თბილისიდან კახეთისკენ დაიძრა.
"ჩვენი აქციების მიზანია წერტილოვანი დარტყმები მივაყენოთ დღევანდელ რეჟიმს რეგიონებში და საზოგადოება გამოვაღვიძოთ", - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, ქართულ პარტიას შეუძლია სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა და ისინი შეეცდებიან ამაში მოსახლეობა დაარწმუნონ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტია" დღეიდან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკული ნაწილის განხორციელებას იწყებს. პარტიის ორგანიზებით დღეს გურჯაანში, თელავსა და ყვარელში საპროტესტო აქციები გაიმართება.