მიიღებს თუ არა "სახალხო კრების" მიერ 21 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას "ქართული პარტია", ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განუცხადა, პარტია არავის ემიჯნება და "ის იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია".
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის თქმით კი, "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა-ბოიკოტირებასთან დაკავშირებით "ქართული პარტია" გადაწყვეტილებას 21 მაისს მიიღებს.