აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეკომპანია "სი-ბი-ეს"-ს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან პირადად დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ თეთრ სახლს პაკისტანის მთავრობის შიგნით ბინ ლადენის მოკავშირეები ეგულება.
მისი თქმით, ამ საკითხზე გამოძიება უნდა ჩაატაროს, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე, პაკისტანის მთავრობამაც. ომბამამ განაცხადა, რომ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერი იმ კონკრეტულ ადგილას, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ობამამ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მან ოთხი დღით ადრე მიიღო.
"ვფიქრობ, პაკლისტანის მთავრობის შიგნით გარკვეული დახმარების ჯგუფი არსებობდა, მაგრამ არ ვიცით, ვინ ან რა სახის დახმარებას უწევდა ბინ ლადენს. ამ საკითხს გამოძიება სჭირდება, როგორც ჩვენი, ისე პაკისტანის მთავრობის მხრიდან",_აღნიშნა ობამამ.