ხვალ, 9 მაისს 13:00სთ_ზე კომპანია ,,ავერსი" ომის ინვალიდთა და ვეტერანთა რესპუბლიკურ ჰოსპიტალს (შოთა იამანიძის N3) გადასცემს 4000 ლარის ,,ავერსი_რაციონალის" მიერ წარმოებულ მედიკამენტებს.
"ავერსი" მუდმივად ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ ერთხელ გამოიხატება იმაში, რომ "ავერსმა ხუთი წლის წინ" კიდევ ერთ სასიკეთო საქმეს დაუდო საფუძველი. კომპანია ავერსი მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს 9 მაისის აღსანიშნავად ,,ავერსი_რაციონალის" წარმოებული მედიკამენტების ნაკრებით ასაჩუქრებს.
2007 წელს 3555 ვეტერანზე გაიცა 6 დასახელების 118 162 ლარის ღირებულების მედიკამენტები, 2008 წელს 2832 ვეტერანზე გაიცა 12 დასახელების 133 188 ლარის ღირებულების მედიკამენტები, 2009 წელს 4991 ვეტერანზე გაიცა 13 დასახელების 405 882 ლარის ღირებულების მედიკამენტები, 2010 წელს 3500 ვეტერანზე გაიცა 12 დასახელების 224 660 ლარის ღირებულების მედიკამენტები, ხოლო წელს ყველა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს გადავცემთ 11 დასახელების ავერსი რაციონალის მიერ წარმოებულ მედიკამენტებს.
"ავერსი" ულოცავს 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს.