ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი "ევროპის დღის" აღსანიშნავად მაისის თვეში ღონისძიებების ციკლს გეგმავს.
როგორც „ჯი-ეიჩ0ენს" თსუ-დან აცნობეს, 9 მაისს, 12:00 საათზე თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინიციატივით უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საქველმოქმედო აქცია გაიმართება. აქციაზე იაპონიაში ატომური კატასტროფის შედეგად დაზარალებულთათვის შემოწირულობა შეგროვდება. ღონისძიებას საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მაისის თვის განმავლობაში დაგეგმილი ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სხვადასხვა საჯარო ლექციებს, მოხსენებებს და შეხვედრებს მოიცავს. ევროპული კვლევების ინსტიტუტი კონფერენციასაც გამართავს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კონფერენცია სახელწოდებით - „კონფლიქტების პრევენცია, ევროპული, ევროკავშირის და გაეროს გამოცდილება და როლი" მაისის ბოლოს ჩატარდება.