საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მრევლს სახლში და ეზოში ჯვრის აღმართვის კურთხევა მისცა.
კურთხევა მრევლს პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჯვართაღმარების დღესასწაულის საზეიმო წირვის დასრულებისას ქადაგებისას მისცა.
"ჯვარს აქვს ძალიან დიდი ძალა. აუცილებლად უნდა იყოს ნაკურთხი იგი და მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველ თქვენს სახლში, ეზოში იყოს აღმართული პატარა ჯვარი", - ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართული მართმადიდებლური ეკლესია ჯვართაღმართებისა და მენელსაცხებლე დედების ხსნების დღეს აღნიშნავს.