ირანში, ბაღდათის, წინასწარი დაკავების იზოლატორში მომხდარი ბუნტის დროს 18 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-არაბია" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც, ბუნტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხის ერთ-ერთ ნაწილში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა დაკავებულმა დაკითხვის დროს შესძლო დაცვისთვის იარაღის წართმევა რის შემდეგაც მან საკნებიდან სხვა დაკავებულებიც გამოუშვა.
დაახლოებით 20-მდე ამბოხებულმა პატიმარმა იზოლატორის კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილში კონტროლი ოთხი საათის განმავლობაში დაამყარა, რომელიც შემდეგ დაცვამ პოზიციები დაიბრუნა და იზოლატორში წესრიგი აღადაგინა.