საქართველოს საზღვრებთან სამი ჯვრის აღმართვა მოხდება. ამის შესახებმცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ბრძანა.
"წინდა ნინოს და მირიან მეფის დროს დადგინდა ეს დღესასწაული აღმართვა ჯვრისა. გამოჩნდა სამი ვარსკვლავი, სადაც გაჩერდებოდა იქ უნდა აღმართულიყო. წელს მათი აღმართვა ანაკლიაში მოხდება, რომელიც არის საზღვარი აფხაზეთთან", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დანარჩენი ორი ჯვრის აღმართვა სარფში და თუშეთში მოხდება.
"ღმერთმა ინებოს და ჯვარმა მოგვიტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა, დამშვიდება და გამთლიანება საქართველოსი", - ბრძანა ქადაგებისას ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართული მართმადიდებლური ეკლესია ჯვართაღმართების დღესასწაულს და მენელსაცხებლე დედების ხსნების დღეს აღნიშნავს.