მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე აღავლეს.
დღესვე მართლადიდებლები მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს აღნიშნავენ.
წირვის დასრულების შემდეგ ხარების დღესასწაულზე ნაკურხთ სამ ჯვარს სასულიერო პირები მრევლთან ერთად სამი მიმართულებით წაიღებენს, კერძოდ კი სამი ჯავრი მცხეთის ჯვრის მონასტერში, თხოთის მთაზე და უჯარმაში აღიმართება.
ხოლო იქ მდებარე ტაძრებიდან ჯვრებს ბათუმში, ზუგდიდში და თუშეთში ეპარქიებში დაასვენებენ.