ევროკავშირი და აშშ ერთობლივ ახალ კოსმიურ ხომალდს შექმნიან. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. ხომალდის აგება ათწლეულის ბოლოს იგეგმება. კოსმიური ხომალდი კოსმოსურ სადგურებზე სატრანსპორტო გადაზიდვებს შეასრულებს.
მრწეველობისა და ბიზნესის საქმეების ევროკომისარმა ანტონიო ტაიანმა ჯერ კიდევ გასულ წელს ევროკავშირის მიერ საკუთარი კოსმიური ინფრანსტრუქტურის დაცვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი უნდა აკვირდებოდეს კოსმოსს, რათა ამით კოსმიური ინფრასტრუქტურა დაცული იყოს.
ტაიანის თქმით, კოსმიური პოლიტიკის იზოლაციას თავი უნდა დააღწიონ. რაც შეეხება ევროკავშირს, ტაიანი მიიჩნევს, რომ იგი კოსმიური პროექტების რეალიზაციისთვის ხანგრძლივვადიანი ინვესტიციის ჩადების გარანტი უნდა იყოს. ამასთან, ევროკავშირმა ამ სფეროს ინოვაციური პროექტები და სამეცნიერო კვლევები უნდა დააფინანსოს.
დღესდღეობით არსებული ევროპული კოსმოსური ტვირთმზიდები მალე საერთაშორისო კოსმიური სადგურისთვის ყველაზე საუკეთესო ტვირთამწევი აპარატები გახდება. ევროპულ სატვირთო ხომალდს ორბიტაზე დაახლოებთ 7,5 ტონი საწვავის, წყლის, ჟანგბადის, აზოტისა და სხვა ნივთიერებების გადატანა შეეძლება. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე რუსული „პროგრესის" მიერ კოსმიურ სადგურში გადატანილი ნივთიერებები იყო.
სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟანრში ცნობილი მწერლის საპატივსაცემოდ პირველ ევროტვირთმზიდს „ჟიულ ვერნი" უწოდეს. მეორე ევროტვირთმზიდს კი „იოჰან კეპლერის" სახელი მიანიჭეს, რომელიც ცნობილი გერმანელი მათემატიკოსი და ასტრონომი იყო.